დასახელება: დაამარცხე ვარსკვლავი
ჟანრი: სპორტული, ლოგიკური
წელი: 2010
გამომშვები: რუსთავი 2
გადაცემის შესახებ :
პროექტი "დაამარცხე ვარსკვლავი უკვე დიდი ხანია არსებობს და ის სხვადასხვა
ქვეყნის ტელეეკრანებზე 2006 წლიდან გადის. გადაცემის არსი მდგომარეობს
შემდეგში : ყოველ ახალ გადაცემაში მონაწილეობას ღებულობს ორი ადამიანი ,
აქედან ერთ-ერთი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე და პოპულარული ადამიანი,
ხოლო მეორე საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანი, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან 8
სხვადასხვა სპორტულ, ტაქტიკურ, ინტელექტუალურ, უხერხულ და სასაცილო
რაუნდში. რაუნდების სირთულის მიხედვით არის დალაგებული, პირველი რაუნდი
არის 1 ქულიანი, მეორე - 2 ქულიანი, მესამე - 3 ქულიანი და ა.შ. მერვე - 8
ქულიანი. სამთვიანი სეზონის ბოლოს ფინალი იმართება რომელშიც ერთმანეთს
ყველაზე მაღალი ქულიანი ვარსკვლავი და ყველაზე მაღალ ქულიანი უცნობი
ადამიანი შეხვდება.
|