დასახელება: Saints Row 2 გამოსვლის წელი: 2009 ჟანრი:
Action (Shooter) / Racing (Cars) / 3D / 3rd Person გამომშვები: Volition,
Inc. გამომცემელი: THQ გამოცემის ტიპი: ლიცენზირებული ენა:
multi5 კრეკი:
არ
სჭირდება
თამაშის
შესახებ: ქუჩა, ბანდები, იარაღი, ქრომირებული მანქანები,
თავბრუდამხვევი ჰიპ-ჰოპის ბასები, ადრენალინი და ტესტესტერონი - ეს
ყველაფერი არეულია ერთმანეთში, რაც საბოლოო ჯამში რელურ განგსტერულ ბოევიკს
გვაძლევს სახელად Saints Row 2. ქალაქი Stillwaters ერთი შეხედვით,
არაფრით არ განსხვავდება სხვა ქალაქებისგან: ყველა კრიმინალური გარჩევა
სროლით თავდება თავდება და ერთადერთი ფასეუობა არის — შენი სახელი, ანუ ის
რასაც შენზე ხალხი იძახის, ამიტომ მიმდინარეობს დაენდობელი ბრძოლა ამ
ბეტონის ჯუნგლების პატრონის გამოსავლენად... Saints Row 2-ის მოქმედება
ხდება, ძველი Saints Row-ს დასრულებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ.
ორიგინალური Saints Row-ში სიკვდილისგან ბეწვზე გადაჩენილი მთავარი გმირი,
მეორე სერიაში მზადაა შურისძიებისთვის...
თამაშის
განსაკუთრებული თვისებები: *
მოხერხებული გეიმპლეი და შესანიშნავი გრაფიკა, თავს ნამდვილ განგსტერად
გაგრძნობინებთ *
საინტერესო სიუჟეტი, ნამდვილი განგსტერული საგა *
თუმცა ბევრ სახალისო ელემენტსაც გთავაზობთ, მაგალითად თქვნ შეგიძლიათ
თამაშის დასაწყისში აირჩიოთ ჰოთ-დოგის კოსტიუმი და მთეი თამაში ესე
გაიაროთ, რაც დრამატულ მომენტებში საკმაოდ სასაცილოა *
თამაშში საოცრად კარგადაა დამუშავებული ქუჩური ჩხუბის ელემენტი, რომელიც
ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე სროლა *
Saints Row 2-ში დამატებულია რამედენიმე სიახლე გეიმპლეისთან მიმართებაში,
მაგალითად სროლის დროს, თქვენ შეგიძლიათ აიყვანოთ მძევლად გამვლელი და
"ცოცხალ ფარად" გამოიყენოთ *
Saints Row Creature Creator-ის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი
სურვილლისამებრ, "ააწყოთ" თქვენი პერსონაჟი, ანუ შეურჩიოთ მას: წონა,
ასაკი, კანის თვალებისა და თმების ფერი და ა.შ. აღსანიშნავია რომ Saints
Row Creature Creator-ს შეუძლია პერსონაჟის შექმნა უმცირესი დეტალების
გათვალისწინებით, ისევე როგორც ეს ხდებოდა ცნობილ თამაშში Spore *
ამავე Creator-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, შეცვალოთ ტქვენი სახლის
ინტერიერი და იცოხვროთ, "თქვენს გემოზე"...
მინიმალური
სისტემული მოთხოვნები: >
ოპერაციული სისტემა: Windows XP / Vista > პრეცესორი:
2.0 GHz Dual-Core Processor (Intel Core 2 Duo or AMD Athlon X2) >
ოპერატიული მეხსიერება: 1 GB Available System Memory >
თავისუფალი ადგილი: 15 GB Available Hard Drive Space >
ვიდეოკარტა: 256 MB 3D Video Card w/Shader Model 3.0 Support (Nvidia
GeForce 7600 / ATI Radeon X1300) >
აუდიოკარტა: DirectX 9.0c Compatible 16-bit Sound Card
|